2019 წელს ოჯახში ძალადობას 7 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
2019 წელს ოჯახში ძალადობას 7 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

A+ A-

13:27 14/02/2020

2019 წელს ოჯახში ძალადობას 7 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის კი ბრალი 4564 პირს წარედგინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, გასულ წელს სულ 10 266 შემაკავებელი ორდერი გაიცა - 17 594 პირზე.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს 34%-ით უფრო მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს გაცემული 10 266 შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა დაარღვია. ძალოვანი უწყების წარმოებული სტატისტიკას მიხედვით, ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა თბილისში - 4855, 8314 პირზე, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

სულ ამ რეგიონში 42 შემაკავებელი ორდერი გაიცა, 78 პირზე. რაც შეეხება ოჯახში მოძალადისა და მსხვერპლის უშუალო სტატისტიკას -ვ2019 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9040 ადამიანი გახდა, აქედან 7479 ქალია, ხოლო 1 561 მამაკაცი. აგრეთვე საინტერესოა, 2019 წელს როგორი იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, მოძალადეების სტატისტიკა და როგორც ირკვევა, გასულ წელს, 8554 მოძალადე დაფიქსირდა, საიდანაც 7030 მამაკაცი და 1524 ქალია.