იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა
იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

A+ A-

12:06 14/02/2020

 

2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი - 26,17 მილიონი დოლარი რუსეთიდან განხორციელდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 125,6 მილიონი დოლარი (362,2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8,6 პროცენტით მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21,06 მილიონი დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა იტალიიდან, საბერძნეთიდან - 14,87 მილიონი დოლარი. ჯამში კი ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 52,45 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

ამავე დროს, აშშ-დან 13,56 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა.

2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18,5 მილიონი დოლარი (53,2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19,1 პროცენტით მეტია.