საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, ჩარლზ ფლეიშმანი ითხოვს
საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, ჩარლზ ფლეიშმანი ითხოვს

A+ A-

12:56 14/02/2020

საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტს კონგრესმენი ჩარლზ ფლეიშმანი შეუერთდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ფლეიშმანი იმ კონგრესმენების სიაში შევიდა, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს ემხრობიან.

ცნობისთვის, კონგრესში სანქციებს ახლა უკვე 5 მხარდამჭრი ჰყავს - ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, პიტ ოლსონი, რენდი უებერი და ჩარლზ ფლეიშმანი