დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან - არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას პასუხობს
დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან - არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას პასუხობს

A+ A-

12:41 14/02/2020

სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუ არ არის ცარიელი და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და პირველ რიგში გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.