სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა - ნაპოვნია ქალის ცხედარი
სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა - ნაპოვნია ქალის ცხედარი

A+ A-

12:42 14/02/2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. შუახნის ქალის ცხედარი დილით იპოვნეს. მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.