როდის განახლდება ჩინეთი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარესები, ჯერ უცნობია
როდის განახლდება ჩინეთი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარესები, ჯერ უცნობია

A+ A-

11:23 14/02/2020

ჩინეთიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები  დროებით ისევ შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტრანზიტული რეისები ხორციელდება, თუმცა, აეროპორტებში მკაცრი კონტროლია დაწესებული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და მგზავრების შემოწმება ადგილზე ხდება.

ლევან კარანაძის თქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მსჯელობა შესაძლოა, მას შემდეგ დაიწყოს, როცა შესაბამისი ორგანიზაციები ეპიდემიის შემცირების შესახებ განაცხადებენ.

„რაც შეეხება პირდაპირი რეისების აღდგენის საკითხს, როგორც კი ვითარება წავა გაუმჯობესებისკენ ვირუსთან ბრძოლის კუთხით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების შემცირებაზე გააკეთებს განცხადებას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მდგომარეობა შეფასდება და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 29 იანვარიდან, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების  ფარგლებში შეწყდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, შეზღუდვა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტამდე იყო დაწესებული.