მათი გაფუჭებული საქმე ჩემი გამოსასწორებელი არ არის - დავით ჭიჭინაძე საარჩევნო თემაზე "ოცნების" ახალ მოწოდებას არ უერთდება
მათი გაფუჭებული საქმე ჩემი გამოსასწორებელი არ არის - დავით ჭიჭინაძე საარჩევნო თემაზე "ოცნების" ახალ მოწოდებას არ უერთდება

A+ A-

19:13 13/02/2020

პარტია "ტრიბუნას" დამფუძნებლის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხელისუფლების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო მოლაპარაკებებში "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების ჩართვას გულისხმობს, საეჭვოა. იგი ამ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს.

"მე არავის ჩამნაცვლებელი ვიქნები", - აცხადებს ჭიჭინაძე, რომელიც თვლის, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა თავიოსი წიაღიდან წასული, დამოუკიდებელი დეპუტატებით ჩაანაცვლოს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ოპოზიციონერ გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების გამო, საარჩევნო თემაზე გამართული მოლაპარაკებების მაგიდა მიუტოვა.

„ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს, დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.

ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.
ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი, ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ.
ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის,“- აცხადებს ჭიჭინაძე.