დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფით ევროპარლამენტი კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა - ჩიტაძე "ოცნების“ რეზოლუციის ჩაგდებაზე
დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფით ევროპარლამენტი კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა -  ჩიტაძე "ოცნების“ რეზოლუციის ჩაგდებაზე

A+ A-

18:30 13/02/2020

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ევროპარლამენტიში “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის ჩაგდების ფაქტი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დასავლელლი პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებას ობიექტურად აფასებენ.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებლ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ტექსტში საქართველოში არსებული ვითარება არაობიექტურად იყო შეფასებული.

როგორც ჩიტაძე სააგენტოსთან აცხადებს, საქართველო ეფექტურად ვერ იყენებს იმ შანსს, რომელიც ევროკავშირმა ასოცირების ფარგლებში მიანიჭა.

“ევროპარლამენტში დეტალურად იცნობენ იმ ვითარებას, რომელიც საქართველოშია. ევროპარლამენტი ნამდვილად ვერ დარჩება გულგრილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. 2014 წლის 27 სექტემბერს ევროკავშირმა საქართველოს შანსი მისცა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.  ამიტომ, როდესაც  დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფა ხდება, ბუნებრივია, ამ პროცესებით, ევროპარლამენტი კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩება“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ასოცირების კომიტეტმა, რომელიც განიხილავს, რამდენად პროგრესულად ასრულებს საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუცია დღეს ჩააგდო.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე