ევროპარლამენტის პირველი მუშტი "ქართულ ოცნებას" - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ პირველი დოკუმენტი ჩავარდა
ევროპარლამენტის პირველი მუშტი "ქართულ ოცნებას" - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ პირველი დოკუმენტი ჩავარდა

A+ A-

16:18 13/02/2020

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ერთობლივ განცხადებასა და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების საქართველოს მხრიდან შესრულებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს ერთობლივი კომიტეტი.  კომიტეტის სხდომებზე მიმდინარეობს პროგრესის შეფასება, თუ როგორ მიდის შეთანხმების პირობების შესრულება. შემდგომ კი ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება.

როგორც სტრასბურგში მყოფი დეპუტატი ოთო კახიძე აცხადებს, ევროპარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩააგდო. „ქართულ ოცნებას“ ყველა ცვლილება ჩაუგდეს ევროპარლამენტარებმა. მათ საბოლოო ტექსტზე ეთქვათ უარი“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

კენჭისყრა არის ორმხრივი - ჯერ ევროპარლამენტის უმრავლესობამ უნდა განიხილოს დოკუმენტი და შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ უყაროს კენჭი, ამის შემდეგ ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ევროპარლამენტარებს სურდათ, საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში შესწორებების შეტანა გიგი უგულავას საკითხზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა და მხარი არ დაუჭირა. შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტით უკმაყოფილო დარჩა ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რის გამოც, საქართველოს მმართველი პაარტიის მომზადებულ ტექსტს მხარი არ დაუჭირა.