შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება, ვიყო მე - მამუკა ხაზარაძე
შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება, ვიყო მე - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

17:56 13/02/2020
პარტია "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი პოლიტპატიმარი თავად გახდეს.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არ არის პიროვნებების ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის.
 
„შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ არც ერთი წუთით არ გაჩერდება ბრძოლა. ვის დაიჭერენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. რა იქნება ხვალ, აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.