ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის "მნიშვნელოვანი დიალოგის" ჩაშლის გამო, "ოდირის" დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამს
ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის "მნიშვნელოვანი დიალოგის"  ჩაშლის გამო, "ოდირის" დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამს

A+ A-

17:06 13/02/2020

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის შესაბამის განცხადება ტვიტერზე აქვეყნებს.

“ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ჩაშლა და მოვუწოდებ ყველა მხარეს ხელახლა ჩაერთოს ამ პროცესში”, – აცხადებს ODIHR-ის დირექტორი.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპული საქართველოს ლიდერ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა. უგულავას დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოხატეს კონგრესმენებმა, ასევე ევროპარლამენტარებმა, ესტონეთის, ლიეტუის, ლატვიის საგარეო უწყებებმა.