როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს მოლაპარაკება არ აქვთ - გია ხუხაშვილი
როგორც ჩანს,  ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს მოლაპარაკება არ აქვთ - გია ხუხაშვილი

A+ A-

16:28 13/02/2020

ოფიციალური მონაცემებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი  ციხეს 20 თებერვალს დატოვებს, თუ  მმართველმა ძალამ, ახალი ბრალდებით, ისევ უკან არ შეაბრუნა.  რა სიტუაცია დახვდება გარეთ გამოსულ სკანდალურ ექსმინისტრს თავის ყოფილ და ამჟამად ორად გაყოფილ პარტიაში? რომელ ნაწილთან შედგება მისი თანამშრომლობა?

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

ამასთან, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, თუ რომელ პარტიაში წავა ვანო მერაბიშვილი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მერაბიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად გააკეთებს.

“ვფიქრობდი, რომ ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებებს მოახერხებდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მათ არანაირი მოლაპარაკება არ აქვთ. თუმცა მომავალში ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავდი. ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის ურჩია, რომ გადაწვეტილების მიღება არ იჩქაროს, ამიტომ დაველოდოთ  სიტუაციას, როგორ განვითარდება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2013 წლის მაისში დააკავეს, პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს.

მერაბიშვილი სასჯელს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე იხდის. მას სასჯელის შთანქმის პრინციპით, 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფა