"გაცვეთილი ლაქი" 2020 წლის მოდურ მიმართულებად გამოცხადდა
"გაცვეთილი ლაქი" 2020 წლის მოდურ მიმართულებად გამოცხადდა

A+ A-

15:32 13/02/2020

ნიუ-იორკში გამართული მოდის კვირეულის შემდეგ ჟურნალი Vogue -ის მოდის ექსპერტებმა ფრჩხილებზე ნახევრად აცლილი ლაქი 2020 წლის მოდურ მიმართულებად გამოაცხადეს.

ცნობილი ბრენდის Khait-ის ჩვენებაზე პოდიუმზე ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი გამოჩნდა. მან ელეგანტური ტყავის ლაბადისა და ჩანთის დემონსტრირება მოახდინა. ჟურნალისტების ყურადღება მოდელის ფრჩხილებმა მიიქცია: ისინი შავი ფერის ლაქით შეღებილი და ნახევრად აცლილი იყო.

მანიკურის ცნობილი ოსტატის ჯინ სუნ ჩოის (Jin Soon Choi) თქმით, რომელმაც ჰადიდის ფრჩხილებზე იმუშავა, „გაცვეთილი ეფექტი“ საგანგებოდ, ჩვენებისთვის შეიქმნა. ამისთვის მან ფრჩხილი შავი ლაქის ორი ფენით დაფარა, შემდეგ კი ჯერ ისევ სველი ლაქი ფრჩხილის კიდეებთან ქაღალდის ხელსახორცით, დაუდევრად მოაცილა.

„პროგრესნიუსი“