მარიანა ჩოლოიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - დაცვის მხარე გამომძიებლის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის იბრძოლებს
მარიანა ჩოლოიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - დაცვის მხარე გამომძიებლის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის იბრძოლებს

A+ A-

18:32 12/02/2020

თბილისი საქალაქო სასამრთლოში, დღეს გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის სასამარლო პროცესი გაიმართა. 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული ჩოლოიანის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ძალში დატოვა.

„2020NEWS“  მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს დაუკავშირდა. ადვოკატის განცხადებით,  მარიანა ჩოლოიანი უდანაშაულოა და თავად ბრალდებული, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია. მოსიაშვილის თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს, რათა დაამტკიცოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა.

მარიანა ჩოლოიანი თვითონ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, სასამართლოზე არც დაზარალებული ლუკა სირაძის ოჯახის წევრები იყვნენ.

გაგი მოსიაშვილმა სასამართლოს შესთავაზა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა, თუმცა არც ეს დააკმაყოფილა მოსმართლე ლელა კალიჩენკომ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ბატონო გაგი როგორც ვიცით, მარიანა ჩოლოიანი პროცესს არ ესწრებოდა. რატომ არ დაესწრო  განსასჯელი სასამართლო პროცეს?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არის. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ვერ გამოცხადა პროცესზე.

რა იყო დღევანდელი სასამართლო პროცესის მთავარი განხილვის საგანი?

- დღეს სასასამართლომ  განიხილა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი. სრულად  იქნა განხილული და ცნობილი სასამართლოსთვის, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები. ასევე აღკვეთი ღონისძიების სახის გადასინჯვა განხორციელდა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სუბიექტურად რომ შევაფასოთ,  უსამართლო იყო უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი. ჩვენი აზრით,  შესაძლებელი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძების შეფარდების შემთხვევაშიც  წარმართულიყო საქმის არსებითი განხილვა.

თქვენი მხრიდან,  გირაოს სახით, შეთავაზებული იყო 10 000 ლარი, თუმცა სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დაგიკმაყოფილათ...

- დიახ, რადგან ჩვენს საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ სამართლებრივად, კანონის დაცვით,  შაბლონის ფორმით, წარადგინა ის გარემოება, რომ მარიანა ჩოლოიანი თავისუფლებაში კვლავ გააგრძელებს დანაშაულის ჩადენას , ანუ  მოწმეებზე ზემოქმედებას.  თუმცა, სამწუხაროდ, ეს არის ტრაფარეტული სიტყვებია. სასამართლომ არ მოისმინა დაცვის მხარის დასაბუთებული  პოზიცია იმ ნაწილში, რომ ის საფრთხეები,  რაც დაუსაბუთებლად, მაგრამ მაინც დაფიქსირდა სახელმწიფო ბრალმდებლის მხრიდან, შეიძლება განეიტრალებულიყო, თუნდაც დამატებითი შეზღუდვების გამოყენებით. მაგალითად -  გირაოს ქვეშ  მყოფ პირს აეკრძალოს კონკრეტულ ადგილას მისვლა, კონკრეტულ პირთა ნახვა და ა.შ. 

მარიანა ჩოლოიანს საქმიანობა ისედაც შეჩერებული აქვს, საბოლოო განაჩენი არ გამოვა. თავადაც აქვს დაწერილი

მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო, თუმცა, აღკვეთი ღონისძიების ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი დაცვის მახარეს ფიზიკურად არ აქვს,  ვინაიდან კანონმდებლობა წინა სასამართლო პროცესზე  აღკვეთი ღონისისძიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებს.  

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით ბრძოლის რეჟიმში და რა თქმა უნდა, სამართლევბრივად ვიდავებთ.

თავად ბრალდებული, მარიანა ჩოლოიანი თუ თვლის თავს დამნაშავედ?

-მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ ღიარებს,  ეს არის დაუსაბუთებულად, მაგრამ მაინც წარდგენილი ბრალი. ჩვენ მიგვაჩნია რომ ობიექტური, სამართლებრვი სასამართლოს პირობებში მოსმართლემ უნდა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, ანუ უკვე დაიწყოს საქმის არსებითი განხილვები და თითოეული მოწმის მოყვანა  პროცესზე.

იმ შემთხვევაში თუ მარიანა ჩოლოიანი უდანაშაულოდ ცნეს, გაარძელებს თუ არა გამომძიებლად მუშაობას?

- ეს შემდგომი ნაბიჯებია, არ ვიცი.  ჩვენი მიზანია მისი უნდაშაულობის დამტკიცება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ეს ნამდვილად არ არის აბსურდული მიზანი.

აქ ერთი მთავარი მომენტია, სასამართლომ ცივი გონებით უნდა  მიიღოს გადაწყვეტილება და არ უნდა აყვეს საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას. ერთი ადამინის ჩვენება გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზი არ უნდა გახდეს. 

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გასავლელი,  რომ სასამართლომ  ობიექტური და სამართლევბრივი გადაწყვეტილება მიიღოს,  ამისთვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და შედეგსაც მივაღწევთ .

-მხოლოდ მარიანა ჩოლოიანს აქვს ბრალი წაყენებული, თუ სხვა პოლიციელს ან გამომძიებელსაც ?

-არა, სხვა პირთა მიმართ ბრალეულობა არ იკვეთება. არც მარიანა ჩოლიოანის ბრალეულობაა გამოკვეთილი, თუმცა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. დღეის მდგომარეობით სხვების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი არ არის დაწყებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩოლოიანის მიმართ დევნის საფუძველის  ფაქტიც არ არსებობდა,  თუმცა  აშაკრაა, რომ  დაიწყო.

-თვითონ ჩოლოიანი რას ამბობს მის ბრალეულობაზე?

-ჩვენ ვკითხულობთ, განახორციელა კი ჩოლოინმა ძალადობა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ფსიქოლოგიური თუ რამე სხვა სახის ზეწოლა? ჩოლოინის მხრიდან მისი სამსახურეობრივი საქმიანობა შემოიფარგლა მხოლოდ კანონით დადგენილი წესის ფარგლებში, ამიტომ ვახმოვანებ მარიანასი და ყველას პოზიციას -  არა ძალადობას.

ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი არის დაუსაბუთებელი,  მის ქმედებებში არ იკვეთება ძალადობის კვალი, არსებობენ ნეიტრალური მოწმეებიც, ასევე არსებობენ ვიდეო ჩანაწერები და არსად არ იკვეთება მისი ბრალეულობა.

საქმის მასალების გასაჯაროება, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს 

როდის არის შემდეგი სასამართლო დაგეგმილი?

- 26 თებერვალს 3 საათზე

ლუკა სირაძის ოჯახი თუ იყო სასამართლოზე პროცესზე?

- სასამართლო პროცესზე  დაზარალებული მხრიდან მათი ინტერესების დამცველი იყო წარმომოდგენილი.

კატო მაზიაშვილი