ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უზნეო და ამორალური უწოდა - რითი განსხვავდება დეპუტატი მასზე თავდამსხმელისგან?
ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უზნეო და ამორალური უწოდა - რითი განსხვავდება დეპუტატი მასზე თავდამსხმელისგან?

A+ A-

14:48 12/02/2020

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.

"თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი (ჟურალისტური ეთიკის ქარტიაში არაფერ შუაშია). აქ არის მორალისა და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო, მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დიანა ტრამაპიძემ ოხანაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩიხლაძემ თავისი ეს გადაწყვეტილება ახსნა თავისივე გადაცემაში. მან  დეპუტატს მოუწოდა, ჩიხლაძეს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიაში უჩივლოს, ახლა კი იმ საკითხებზე ისაუბროს, რასთან დაკავშირებითაც არის გადაცემაში მოწვეული.

"იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩივილს არ აქვს აზრი და ყველაფერი მორალური კატეგორიებით უნდა წყდებოდეს ქვეყანაში?", - ჰკითხა ოხანაშვილს ტრაპაიძემ.

"ნახეთ, როგორ არასწორად ინტერპრეტირებთ. როგორ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. ეს ძალიან სამწუხაროა. ადამიანს მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ის ნათქვამს ვერ მიხვდება", - უპასუხა ოხანაშვილმა.

"2020NEWS" გმობს დეპუტატ ანრი  ოხანაშვილის განცხადებას, რადგან ის ამ მოცემულობით, რითაც ჟურნალისტზე თავდასხმა განახორციელა,  არაფრით ჩამოუვარდება მასზე თავდამსხმელს.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, ვახტანგ რობაქიძემ, რომელიც "ლელოს" წევრია 14 იანვარს ბაკურიანის ერთერთ კაფეში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა და სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მასალა მომზადებულია გამოცემა „ტაბულას“  ინფორმაციებზე დაყრდნობთ.