ბრძოლა გავლენებისთვის!!! წულუკიანი და გახარია VS  სუსი - აბესაძე განგაშს ტეხს
ბრძოლა გავლენებისთვის!!! წულუკიანი და გახარია VS  სუსი - აბესაძე განგაშს ტეხს

A+ A-

16:48 12/02/2020

 

„სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ,,ქართულმა ოცნებამ" კვლავ შიდა გავლენებისთვის ბრძოლის საგნად აქცია“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

აბესაძის თქმით, 2019 წლის 2 ოქტომბერს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებებით, სუს-ის პირდაპირი კონტროლის ქვეშ სახელმწიფო ორგანიზაციები და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები გადადიოდა.

"ბრძოლა გავლენებისთვის!!! წულუკიანი და გახარია vs სუს. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ,,ქართულმა ოცნებამ" კვლავ შიდა გავლენებისთვის ბრძოლის საგნად აქცია. 2019 წლის 2 ოქტომბერს უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებებით, იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტო"-დან სუს-ის პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადადიოდა სახელმწიფო ორგანიზაციები და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები (მობილური, ინტერნეტი).

კერძოდ, სუს- უფლება ეძლეოდა ამ სუბიექტებში: - გადაეწყვიტა ვინ იქნებოდა ამ სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი (ფაქტობრივად სუს-ის ოდეერებს მივიღებთ); - ჩაეტარებინა ინფორმაციული სისტემების აუდიტი ანუ შესულიყო და პირდაპირი წვდომა ქონოდა მათ ტექნიკურ საშუალებებთან; - ქონოდა წვმდომა და ემართა ამ სუბიექტების ქსელური სენსორები, რაც ასევე შესაძლებელია ინფორმაციაზე უკანონო წვდომისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

2020 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას განახორციელებს არა სუს, არამედ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო".

რა თქმა უნდა სუს-ში ზემოაღნიშნული ფუნქციების გადასვლა, ამ ისედაც რეპრესიული აპარატში ადამიანების ცხოვრების გაკონტროლების კიდე უფრო მეტი შესაძლებლობების დაუსაბუთებელი კონცენტრაცია იქნებოდა. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ წულუკიანის ვერსია არა ადმიანების პირადი ცხოვრების დაცულობაზე ზრუნვის მოტივით მომზადდა, არამედ დიდი ალბათობით, მხოლოდ შიდაუწყებრივი ბრძოლის და გავლენების სფეროების გადანაწილებისათვის. p.s. ბოლოს რეგსიტრირებული ვარიანტის ავკარგიანობაზე მომავალში დავწერ", - წერს აბესაძე.