გინდათ, ვისაუბროთ "ტვ პირველის" ჭეშმარიტებაზე? - დეპუტატი ოხანაშვილი ტრაპაიძის გადაცემაში ქადაგად „დავარდა“ (ვიდეო)
გინდათ, ვისაუბროთ "ტვ პირველის" ჭეშმარიტებაზე? - დეპუტატი ოხანაშვილი ტრაპაიძის გადაცემაში ქადაგად „დავარდა“  (ვიდეო)

A+ A-

14:40 12/02/2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ტელეწამყვანს, დიანა ტრაპაიძეს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა. ოხანაშვილი ტრაპაიძის მიერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და დეპუტატმა ჟურნალისტს ასეთი კითხვების დასმის ნაცვლად, მისი კოლეგის, თამარ ჩიხლაძის გადაცემაზე პასუხისმგებლობის აღება „ურჩია“ .

„გინდათ, ვისაუბროთ "ტვ პირველის" ჭეშმარიტებაზე? გადაახვიეთ  თამარ ჩიხლაძის გადაცემა. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ თქვენი იმ უპასუხიმგებლო ჟურნალისტის ქმედების გამო, რაც ჟურნალისტიკის ისტორიაში მგონი, არ მომხდარა. მე არ მინდა თქვენთან დაკავშირებით  ობიექტურობაში კითხვის ნიშნები გამიჩნდეს...“, - გაცხარდა ოხანაშვილი ტრაპაიძის გადაცემაში.

„ბატონო ანრი ნუ გაურბიხართ კითხვებს... ჩემ ობიექტურობაზე თქვენი შეფასება ჩემს იმიჯს ვერ დააზარალებს... თქვენნაირი ბევრი გვინახავს...“, - უპასუხა ტრაპაიძემ.