“დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები” – ბათუმში აქცია გაიმართა
“დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები” –  ბათუმში აქცია გაიმართა

A+ A-

14:51 12/02/2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გამართა.

„დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები”, „კორუმპირებული მთავრობა“, „სისტემა ყარს“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.

„როგორც რიჟვაძემ უთხრა 2019 წელს ენმ-ს „ჩაო ნაციონალურო მოძრაობაო“, ისე ეტყვის ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ჩაოს 2020-ის არჩევნებზე, ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა შავაძემ.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილებს არ შეხვედრია.