ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

A+ A-

14:49 12/02/2020

დღეს 10 წელი გავიდა მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან.

2010 წლის 12 თებერვალს ოლიმპირი თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა,  მოციგავე ნოდარ ქუმარიტააშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთი-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და  143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად ქუმარიტაშვილი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილი მეოთხე სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიპიურ თამაშებზე დაიღუპა.