ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს
ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

A+ A-

13:09 12/02/2020

ფონიჭალაში მარნეულის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციელებმა ფონიჭალის დასახლებაში აიყვანეს.

პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე  საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.