კანონი დარღვეულია, ილია II პატრიარქობიდან უნდა გადადგეს - მეუფე პეტრე
კანონი დარღვეულია, ილია II პატრიარქობიდან უნდა გადადგეს - მეუფე პეტრე

A+ A-

17:46 11/02/2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS“-თან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მოუწოდებს თანამდებობიდან გადადგეს. როგორც მეუფე სააგენტოსთან აცხადებს, პატრიარქის მოსაყდრე შიოს კანონის შესაბამისად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს.

“რჯულის კანონი დარღვეულია, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო სინოდის სხდომებს უნდა ატარებდეს და მომავალი პატრიარქის არჩევას უნდა ხელმძღვანელობდეს. პარტრიარქმა შიო მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

ვთვლი, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა შეურაცხყოფა მიაყენა სინოდის წევრებს მაშინ, როცა სინოდის სხდომიდან ერთი თვის შემდეგ, შიოს მოსაყდრედ დასახელების შესახებ თავისი ბრძანება გაახმოვანა.

დღეს კათოლიკს-პატრიარქი თავისი ბინძური გარემოცვის მეშვეობით, ეკლესიას უკანონოდ, უსამართლოდ და ერთპიროვნულად მართავს, რაც კანონდარღვევაა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოსასწორებელია“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპატრიარქომ მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება მას შემდეგ აუკრძალა და ეპარქიაც მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მეუფემ კათოლიკოს-პატრიარქს “პიდარასტიით და მამათმავლობით შეპყრობილი“ უწოდა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე