ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს, მოკლავს, გაანადგურებს, გადაწვავს, მოსპობს, ცეცხლის ალში გახვევს ქვეყანას - გუბაზ სანიკიძე
ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს, მოკლავს, გაანადგურებს, გადაწვავს, მოსპობს, ცეცხლის ალში გახვევს ქვეყანას - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

17:17 11/02/2020

 „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს, ამ ქვეყანაში, უშუალოდ ივანიშვილის მითითებითა და დაკვეთით პოლიტიკოსებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მკვლელობები დაიწყოს.

როგორც გუბაზ სანიკიძემ „2020NEWS“-ს განუცხადა, ივანიშვილის რეჟიმი არაპროგნიზირებადია და არანაირ ლოგიკასთან არ არის ახლოს. მისივე განმარტებით, ამ ხელისუფლებისგან კიდევ უნდა ველოდოთ დაჭერებს და უფრო მეტიც, მკვლელობებსაც კი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლასაც არ გამორიცხავს.

- ბატონო გუბაზ, პირდაპირ გკითხავთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია?

- რა თქმა უნდა, ეს არის პილიტიკური დევნა.  თუ  დამნაშავეა უგულავა,  აქამდე  ექნათ რამე და არა ახლა. ამის მერე ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა,  რომელსაც ხელს მოკიდებენ და დაიჭერენ, იქნება პოლიტიკური პატიმარი და ეს იქნება პოლიკური დევნა, მორჩა და გათვდა. თუ რამე უნდოდათ და გასარკვევი ჰქონდათ, გაერკვიათ პირველ ორ წელიწადში. როცა ყველაზე ცუდად  აქვს ბატონ ბიძინას საქმე,  მაშინ  დაიწყო დაჭერები  და გონია ვინმეს შეეშინდება?!  თვითონ  რომ არის მშიშარა და მხდალი, სხვაც მშიშარა ჰგონია. შიში არის მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვირთხის ჯიშიშის არის.

- თქვენ გიგი უგულავა მერაბ კოსტავას შეადარეთ?

- მე გიგი უგულავა მერაბ კოსტავასთვის არ შემიდარებია. მე ვთქვი, რომ დიქტარურების დროს ვიღაცას ყოველთვის აპატიმრებენ და ჩემს ბავშვობაში ასეთი იყო მერაბ კოსტავა

- ბატონო გუბაზ თქვენ ფიქრობთ, რომ დაპატიმრებები გაგრძელდება?

- რა თქმა უნდა, აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს რეჟიმი ერთს დაიჭერს თუ ასს.

- როგორც ვიცით, 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს. კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გათავისუფლებიდან მალევე დააკავებენ, რადგან „ოცნების“ პროკურატურაში მის წინააღმდეგ ახალი საქმე უკვე მუშავდება.

- არაფერი არაა გამორიცხული. ივანიშვილის ქმედებებში თავი უნდა დავანებოთ ლოგიკის ძებნას, მანამდე სანამდე შოკში ჩავარდნილვართ. ზუსტადაც, შოკში რომ ვიყოთ ჩავრდნილები, ამიტომ შვება ეს აკაცი ამას. არაფერი შოკში ჩასავარდნი არ არის, საქმე გვაქვს გაბოროტებულ გიჟთან, მანიაკთან, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ დაჭერებს გაარძელებს, შეიძლება პოლიტიკურ მკვლელობებზეც გადავიდეს.

 - რას გულისხმობთ ბატონო გუბაზ? ანუ ვინმეს მოკლავს?

 - დიახ, შეიძლება მოკლას, დიახ! ვიღაცა მოწამლოს, ავარიაში მოაყოლოს, მარტო პოლიტიკოსზე არაა საუბარი, ნებისმიერი ჩვენთაგანი. მას შეუძლია განახორციელოს ტერორი, პირდაპირი გაგებით. ამიტომ ამ შოკიდან უნდა გამოვიდეთ. დედა ეს რა ქნა, როგორ გადაგვაგდო საარჩევნო გარემოზე, როგორ დაიჭირა გიგი უგულავა, - დაიჭერს, მოკლავს, გაანადგურებს, გადაწვავს, მოსპობს  ყველაფერს იზამს, ცეცხლის ალში გახვევს ქვეყანას. სწორედ ამიტომ არის ის სახიფათო და ოპოზიციამ მარტო თავის ქმედებებზე კი არ უნდა აგოს პასუხი, მაგის ქმედებეზეც ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. სასწრაფოდ მისი იზოლაცია არის საჭირო, გადასულია სხვის დაზიანებაზეც და თვით დაზიანებაზეც. ფსიქიურად დაავადებულებს ამიტომ უკეთებენ იზოლაციას - ის არამარტო სხვისთვის არის სახიფათო, ასევე სახიფათოა საკუთარი თავისთვის.

 - არჩევნების გარდა თუ არსებობს სხვა გზა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების?

 - არა, ეს პრინციპული საკითხია! მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით უნდა გავუშვათ, თუ მანამდე რუსის ჯარი არ შემოიყვანა, ისე როგორც ეს ასადის რეჟიმმა გააკეთა.

 - რამე ინფორმაცია გაქვთ რუსის ჯარის შემოყვანაზე?

 - არა არაფერი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ ნურაფერს, ყველაფერი ცუდისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვერანაირად ვერ ვივარაუდებ ავადმყოფი ადამიანის ქმედებას. ავლიპ ზურაბიშვილიც კი ვერ გამოიცნობდა ამას, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

- ბრძოლა ციხიდანაც გრძელდება? უგულავა ციხიდანაც გააგრძელებს ბრძოლას, როგორ?

 - რა თქმა უნდა იბრძოლებს, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა არ ნიშნავს თავისუფლების სრულ  შეზღუდვას, ეს არ იცის ივანიშვილმა. საიდან ეცოდინება - ხისთავიანია. ის ვერ გაჩერდება, აბა რა ჰგონიათ უგულავა მოიკაკვება და  ჩაბარდება ბიძინას და ბოდიშებს მოიხდის?! იქიდან მოგვაწვდის ინფორმაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას.  არამგონია იქ ვინმემ ცემა-ტყეპა აუტეხოს, მაგრამ მაგასაც გავიგებთ და შესაბამის ზომებსაც მივმართავთ.

 კატო  მაზიაშვილი