თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში - ნონა წოწორია
თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში - ნონა წოწორია

A+ A-

19:41 10/02/2020

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენებად აფასებს.

მისი თქმით, უზენაესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაერთი დარღვევაა: “რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი”, - წერს წოწორია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა. ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.