"რომ არა გიგის უმცროსი შვილი, საერთოდ არ ვიდარდებდი - ივანიშვილის დასასრულის წარმოდგენით დავტკბებოდი მხოლოდ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"რომ არა გიგის უმცროსი შვილი, საერთოდ არ ვიდარდებდი - ივანიშვილის დასასრულის წარმოდგენით დავტკბებოდი მხოლოდ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

A+ A-

19:25 10/02/2020

"რომ არა გიგის უმცროსი შვილი, რომელიც მამამისზეა მიწებებული, საერთოდ არ ვიდარდებდი - ივანიშვილის დასასრულის წარმოდგენით დავტკბებოდი მხოლოდ. ციხეში გიგი რომ არ დნება, უკვე ვნახეთ", - ასე ეხმაურება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისათვის, გიგი უგულავასთვის 3 წლით პატიმრობის მისჯას.

"გიგის ციხეში სვამს 3 წლით ეს დედის სისხლმოწამლული: 1. გამოიტანო გადაწყვეტილება საკასაციოთი იმაზე, რაზეც უკვე მოიხადა სასჯელი 2. უზენაესმა სასჯელი მიუსაჯოს დაუსწრებლად ისე, რომ ადვოკატსაც არ მოუსმინოს 3. თადუმაძეს მოაწერინო ხელი ამაზე, მაშინ როცა ერთ კვირაში უნდა შეიტანო მისი კანდიდატურა უზენაესის თავმჯდომარეობაზე - ერთმა გონიერმა ადამიანმა მითხრა, ამ სამი სიგიჟის ჩადენა, ბიძინას სიგიჟის ზღვარსაც ცდებაო. რომ არა გიგის უმცროსი შვილი, რომელიც მამამისზეა მიწებებული, საერთოდ არ ვიდარდებდი - ივანიშვილის დასასრულის წარმოდგენით დავტკბებოდი მხოლოდ. ციხეში გიგი რომ არ დნება, უკვე ვნახეთ", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა