გიგი უგულავა ისევ დაიჭირა ბიძინამ - ნანუკა ჟორჟოლიანი
გიგი უგულავა ისევ დაიჭირა ბიძინამ - ნანუკა ჟორჟოლიანი

A+ A-

18:27 10/02/2020

"გიგი უგულავა ისევ დაიჭირა ბიძინამ...დარჩა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც თავისუფალია? ციხეში არ ზის, სამაჯური არ უკეთია, გირაო არ აქვს შეფარდებული?", - ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისათვის, გიგი უგულავასთვის 3 წლით პატიმრობის მისჯას.

"გიგი უგულავა ისევ დაიჭირა ბიძინამ. 3 წლით გაუშვა ციხეში. დარჩა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც თავისუფალია? ციხეში არ ზის, სამაჯური არ უკეთია, გირაო არ აქვს შეფარდებული? აი, ასეთ ქვეყანაში რომ წარსულს აკრიტიკებთ ძაან შიგ გაქვთ. და ჩვენ რა დავაშავეთ, თორემ თქვენ კი ხართ ასეთი ქვეყნის ღირსები", - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.