საგიჟეთი, ყველას მოგვადგებიან, მიზეზის პოვნა უმარტივესია - ზურაბ ჯაფარიძე
საგიჟეთი, ყველას მოგვადგებიან, მიზეზის პოვნა უმარტივესია - ზურაბ ჯაფარიძე

A+ A-

18:25 10/02/2020

"საგიჟეთი, ყველას მოგვადგებიან, მიზეზის პოვნა უმარტივესია", - ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისათვის, გიგი უგულავასთვის 3 წლით პატიმრობის მისჯას.

"საგიჟეთი ყველას მოგვადგებიან, მიზეზის პოვნა უმარტივესია. ვინმეს გჯერათ, რომ ეს პილიტიკური ამბავი არაა? ეს სისტემა უნდა გამოვგლიჯოთ და დავშალოთ აგურ-აგურ ალტერნატივა - ჩასვრა და გაქცევაა", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.