სად ვუყუროთ ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებას ?
სად ვუყუროთ ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებას ?

A+ A-

15:21 09/02/2020

სულ რამდენიმე საათში კინოსამყაროში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული დაჯილდოება — ოსკარების 92-ე ცერემონია დაიწყება და ამერიკული კინოაკადემია გასული წლის ფავორიტ ფილმებს დაასახელებს.

წელს დაჯილდოებას გასული წლის მსგავსად წამყვანი არ ეყოლება. სამაგიეროდ თავად სტუმრები ეცდებიან, რომ გამარჯვებულების გამოცხადებისას ხუმრობები თუ პოლიტიკური განცხადებები არ დაიშურონ.

წლევანდელ ცერემონიაზე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ავიაკატასტროფაში დაღუპულ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს. ასევე ვიხილავთ ახალგაზრდა მომღერლის, ბილი აილიშის შესრულებასაც.

დაჯილდოების დაწყებამდე საყვარელ ვარსკვლავები ტრადიციულად ჯერ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებიან, რისი ხილვაც თბილისის დროით ღამის ოთხის ნახევრიდან შეგვეძლება.

წითელი ხალიჩის პირდაპირ ეთერში ხილვა შეგიძლიათ ოსკარების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. რაც შეეხება თავად დაჯილდოების ცერემონიას, სამწუხაროდ, მას წელს ქართული არხები არ აჩვენებენ, მისი ხილვა კი მხოლოდ ABC-ის პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი, რომელთან წვდომაც სამწუხაროდ ჩვენს რეგიონს შეზღუდული აქვს.

"on.ge"