ტაილანდელმა ჯარისკაცმა ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა
ტაილანდელმა ჯარისკაცმა ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა

A+ A-

16:54 08/02/2020

ტაილანდელმა ჯარისკაცმა ქალაქ ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილიდან ავტომობილი მოიპარა, ქალაქის სავაჭრო ცენტრში კი მოქალაქეებს შაშხანიდან გაუხსნა ცეცხლი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბევრი ადამიანია დაღუპული.

სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე, თავდამსხმელს სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი. შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე დაკავებული ამ დრომდე არ არის.