„მთლიანი პური მინდა, მარტო მე რომ ვჭამო... როდესაც წვიმა მოდის, კარადაში ვიძინებთ და მეშინია“.... 3 წლის ლევანიკო (ვიდეო)
„მთლიანი პური მინდა, მარტო მე რომ ვჭამო... როდესაც წვიმა მოდის, კარადაში ვიძინებთ და მეშინია“.... 3 წლის ლევანიკო (ვიდეო)

A+ A-

15:33 08/02/2020

„მთლიანი პური მინდა, მარტო მე რომ ვჭამო და ჩემ ძმებს არ დავუტოვო, სულ მე მინდა, რომ შევჭამო... არ მიყვარს წვიმა, როდესაც წვიმა მოდის, კარადაში ვიძინებთ და მეშინია“.... - ეს ბავშვი 3 წლის ლევანიკოა.

ყვარლის რაიონის სოფელ თხილისწყაროში ცხოვრობს, მშობლებთან და 4 და-ძმასთან ერთად. ისინიც ასეთი პატარები არიან, ლევანიკოზე ცოტა უფროსები და საჭმელი ენატრებათ.

ბავშვებს არ უყვართ წვიმა, რადგან წვიმის დროს, მათ სახლშიც ისევე წვიმს, როგორ გარეთ და ბავშვები კარადაში იძინებენ.

„კახეთიდან ვბრუნდები.  ეს ბიჭი 3 წლის ლევანიკოა,რომელიც ყვარელის რაიონში, სოფელ თხილისწყაროში მშობლებთან და ოთხ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს....სახლი? იმას არ ჰქვია სახლი რაც მე იქ ვნახე... დაობებული კედლები... შუშების მაგივრად ცელოფანი... სახურავი დაზიანებულია და სახლშიც ისე წვიმს როგორც გარეთ... სახლი ორ გამომპალ ძელს იკავია... როდის ჩამოიმხობა არავინ იცის ეს ალიზისაგან აშენებული ნაგებობა....ბავშვების მამა თუ დაუძახეს მუშაობს დღიურად...

ამ გაუსაძლისმა პირობებმა ფილტვები დაუავადა... მეზობლებიც ჩავწერე. ამ სოფელში ამ ოჯახის სიღატაკე ყველამ იცის...ლევანიკოს წვიმა არ უყვარს... რადგანაც, როცა წვიმს, კარადაში სძინავს და ეშინია...არა და წამოვედი და წვიმა დაიწყო... ლევანიკო ოცნებობს პური ბევრი ჰქონდეს, რომ ძმებისათვის დატოვებამ არ მოუწიოს... ამ სახლში ვერსად ნახავთ სათამაშოს... აქ სიღატაკე და სასოწარკვეთაა...

ვიდეოს დღეს დავდებ... სპეციალურად ვესაუბრე ყველაზე პატარა ბიჭს ამ ოჯახში....ჩავთვალე, რომ მისგან გავიგებდი გადაჭარბებების გარეშე სიმართლეს....მოსმენილისაგან კი შოკში ვარ“, - წერს ერთ-ერთი სოციალური მომხმარებელი „სიკეთის ქალაქში“ და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გამაყრუებელი შიმშილის და სასოწარკვეთის ხმა ისმის.

და ამ ბავშვების სამშობლო საქართველოა, სადაც მაღალჩინოსნებს, რომლებმაც შიმშილის დეფინიცია ალბათ არც იციან, არ სჯერათ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. არადა, ეს ის ქვეყანაა, რომლის ფაქტობრივი მმართველი მილიარდერია, დაწინაურებული მაღალჩინოსნების ქონება ასტრონომიული სისწრაფით იზრდება და რომლის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მესამედი, დეკლარირებულად - მილიონერია.

ეტყობა მათ უმეტესობას ჰგონია, რომ შიმშილს ხმა არ აქვს, რადგან მათ ეს არ ესმით, მაგრამ შიმშილს და განსაკუთრებით ბავშვების შიმშილს, გამაყრუებელი კივილის ხმა აქვს, რომელიც არ გასვენებს და არც უნდა მოგასვენოს. ასეთ დროს, საზოგადოებამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, რომ ბავშვების შიმშილი დაამარცხოს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!

კეთილი და გულისხმიერი ადამიანებისთვის კი საბანკო ანგარიშებს ვაქვეყნებთ, რადგან ამ ოჯახს დახმარება და შემწეობა ძალიან სჭირდებათ. თიბისი ბანკი: #GE65TB7561145064300012 საქართველოს ბანკი: #GE13BG0000000161529923 მიმღები: ნინო ტატიშვილი. დანიშნულება: ლევანიკოს საკვებისათვის. ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ პ/ნ 01024077571.