ლელა კაკულიას მოულოდნელი წინასწარმეტყველება - გაიგეთ როგორი მომავალი გელოდებათ
ლელა კაკულიას მოულოდნელი წინასწარმეტყველება - გაიგეთ როგორი მომავალი გელოდებათ

A+ A-

12:09 08/02/2020

ეს გასაღები იმ მისტიკურ სკივრს აღებს, სადაც დამალულია ინფორმაცია – ვინ ხარ ცხოვრებაში და როგორი მომავალი გელოდებათ.

ჩართეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ სიტუაცია: მიდიხართ ტყეში ან ძველ ციხესიმაგრეში და უცებ ხედავთ უცნაურ სკივრს. რამდენად ძლიერია ცდუნება, გახსნათ ის? ალბათ, ძალიან ცოტა თუ აუვლის მას გვერდს. ძირითადად ყველას ცნობისმოყვარეობა კლავს – რა დევს შიგ: საგანძური, ძვირფასი ქვები თუ ოქროს სამკაულები.
მოკლედ, გადაწყვიტეთ, სკივრი გახსნათ. აი, თქვენ 6 გასაღები. რომელს აირჩევთ?

გასაღები #1

რაციონალისტი:

საერთოდ არ ხართ მეოცნებე. არ გჯერათ სასწაულების. ასე რომ, სკივრს ყოველგვარი მღელვარებისა და ყოყმანის გარეშე გახსნით, თანაც უფრო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
თქვენ რაციონალისტი ხართ და არა რომანტიკოსი და მეოცნებე, რომელიც ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს. ღრუბლებში არ დაფრინავთ და ცხოვრებას რეალურად უყურებთ. თქვენი მომავალი არ იქნება დამოკიდებული ოცნებზე, ყველაფერს მარტივად მიაღწევთ, თქვენი რაციონალისტური შეხედულების გამო ბევრ ადამიანთან უთანხმოება მოგივათ, მაგრამ ეს კარგიცაა, რადგან გიყვართ სიმართლის თქმა და ორპირობას ვერ იტანს. თქვენ ნამდვილად წარმატებული მომავალი გელით.

გასაღები #2
ფრთხილი და უნდობი:

მთელი ცხოვრება რაღაცის გეშინიათ და ძალიან ფრთხილი ხართ ადამიანებთან.
სრულიად უნდობი ადამიანი ბრძანდებით, ამიტომაც გიჭირთ მეგობრების შეძენა და ახალი ურთიერთობების დაწყება.
მხოლოდ ახლობლები გიცნობენ კარგად და ესმით, რომ, უბრალოდ, ადამიანმა თქვენი ნდობა და კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს! თქვენი სიფრთხილის გამო გაგიჭირდებათ მომავალში ადგილის დამკვიდრება, თუნდაც კარიერაში. თქვენი უნდობლობა ბევრ ადამიანს გააღიზიანებს და შესაძლოა დიდი უთანხმოებებიც მოგივიდეთ. გირჩევთ მეტად მიმნდობი გახდეთ.

გასაღები #3
კონსერვატორი:
თქვენ ხართ კონსერვატორი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტრადიციები,
თქვენ ის არ ხართ, ვინც ადვილად იღებს ცვლილებებსა და ინოვაციებს, მაგრამ ამავე დროს ჭკვიანი, ინტელიგენტური და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ბევრი რამის მიცემა შეუძლია გარშემომყოფთათვის განვითარების თვალსაზრისით. თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, დიდი წარმატება გელით მომავალში. კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. შესაძლოა დიდი ბიზნესმენიც გახდეთ ან ბანკის დირექტორი.
გასაღები #4
მეოცნებე:

თქვენ ნამდვილი მეოცნებე და რომანტიკოსი ხართ!
ყველაზე მეტად სიკეთესა და პატიოსნებას აფასებთ. ფიქრობთ, რომ სწორედ ეს თვისებებია ფუნდამენტური ამ სამყაროში.
გარდა ამისა, შემოქმედებითი ნატურა ხართ, რომელსაც ყველაფერი მშვენიერი აინტერესებს. სწორედ ამიტომაც მთელ თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს ახმართ. თქვენი საქმე მართალია ძალიან გიყვართ მაგრამ მომავალში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ კარიერულ წინსვლაში. მაგრამ შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, მთავარია აკეთოთ ის საქმე რომელიც თქვენ გიყვართ. დიდი წარმატება გელით პირად ცხოვრებაში.

გასაღები #5
შემოქმედებითი ნატურა და თავგადასავლების მოყვარული:

ძალიან გაქვთ განვითარებული წარმოსახვა.
სავარაუდოდ, შესანიშნავი მწერალი და მთხრობელი ხართ. შეგიძლიათ, ყველაზე მოსაწყენი ამბავიც კი განსაცვიფრებელ შედევრად აქციოთ.
თავგადასავლების გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგიდგენიათ და აღმერთებთ ყველაფერი ახლის ცდას. ადრენალინი – ეს თქვენი მეორე სახელია. კარიეული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ამას მარტივად მოაგვარებთ.

გასაღები #6
საიდუმლოების საიმედო შემნახველი:

თქვენ ის ხართ, ვინც იცის და შეუძლია საიდუმლოს შენახვა. თქვენ თავად საიმედოობა ხართ, მაგრამ ამავდროულად გიყვართ უცნაურობები.
პირდაპირ იზიდავთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფერ უცნაურსა და უჩვეულოს. გიყვართ იდუმალი ადამიანები და საგნები. და ძალიან გინდათ, ამოხსნათ მათი საიდუმლო. პირადი ცხოვრებაც უცნაური და განსხვავებული გექნებათ. კარიერაში პრობლემები გექნებათ, მაგრამ თქვენი უცნაურობებიდან გამომდინარე გამოსავალს მარტივად ნახავთ.