ანი ნადარეიშვილი – ბაჩო მაშინ გამოვა ციხიდან, როცა ბორია ივანიშვილი აღარ იქნება საქართველოს დირექტორი
ანი ნადარეიშვილი – ბაჩო მაშინ გამოვა ციხიდან, როცა ბორია ივანიშვილი აღარ იქნება საქართველოს დირექტორი

A+ A-

12:07 21/10/2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალაიასთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღეს ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ და მოსამართლე ლელა შკუბულიანმა 9 წელი (სიმბოლურად 9) მიუსაჯა ბაჩოს რუსეთის ჯაშუშების საქმეზე, საქმეზე სადაც მთავარი მოწმე ლადო ბედუკაძე იყო, საქმეზე, რომელზეც მოსკოვიდან სკაიპით ბაჩოს წინააღმდეგ დაიკითხა ჯაშუში ჩაპლიგინი; საქმეზე რომლის ექსპერტის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც პროკურატურას ექსპერტი პირდება, რომ როგორც მათ უნდათ ისე იქნება ყველაფერი, საქმეზე სადაც 2013 წელს ექსგუმაცია ჩაუტარეს ჯაშუშ თეთრაძეს და დადგინდა, რომ ის გაუპატიურებული არ ყოფილა და გულით გარდაიცვალა.

ამ “9 წლიანი” განაჩენით ბაჩო დასაჯეს იმისთვის, რომ ვერ გატეხეს!

პ.ს. რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს 9 იქნება თუ 109, ბაჩო მაშინ გამოვა ციხიდან, როცა ბორია ივანიშვილი აღარ იქნება საქართველოს დირექტორი”, – წერს ნადარეიშვილი.