44 წლის შარლიზ ტერონი, 61 წლის შერონ სთოუნი და 57 წლის დემი მური - უბერებელი ვარსკვლავები
44 წლის შარლიზ ტერონი, 61 წლის შერონ სთოუნი და 57 წლის დემი მური - უბერებელი ვარსკვლავები

A+ A-

14:21 06/02/2020

ლოს-ანჯელესში ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოგამოფენა გაიმართა, რომლის სტუმრები შარლიზ ტერონი, შერონ სთოუნი და დემი მური გახდნენ. ეს უკანასკნელი გამოფენაზე ქალიშვლთან, რუმერ უილისთან ერთად მოვიდა. გამოფენაზე ცნობილი ვარსკვლავების ბოლო ათწლეულის ფოტომასალა იყო წარმოდგენილი, ძირითადად ფოტოები კულისებში მუშაობის პროცესს ასახავდა. დემი მურმა 1991 წელს გამოსული ჟურნალის გარეკანისთვის იპოზიორა, სადაც ის სრულიად შიშველი, ორსულობის ბოლო თვეში გადაიღეს.

44 წლის შარლიზ ტერონმა ამ დღეს არჩევანი წითელი და შავი ფერის მოკლე კაბაზე გააკეთა. 61 წლის შერონ სთოუნმა მბზინავი, ლურჯი ფერის კომბინეზონზე, ხოლო 57 წლის დემი მური, შავი ფერის კლასიკურ კაბაში იყო გამოწყობილი.

"რადიო ფორტუნა"