მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი გამოავლინეს
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი გამოავლინეს

A+ A-

16:34 05/02/2020

რამდენიმე კვირის, წინ Daily Mail-ის ცნობილმა გამოცემამ საზოგადოებას მეცნიერების მიერ გამოვლენილი ყველაზე ლამაზი ქალბატონების სია შესთავაზა, რომელშიც ოქროს კვეთის პრინციპით ბელა ჰადიდი ლიდერობდა, რადგან მისი ნაკვთები პროცენტულად ყველაზე ახლოს არის იდეალურ პროპორციასთან.

ახლა კი, ირკვევა, რომ იმავე ალგორითმით გამოვლინდა ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების სია, რომელსაც რობერტ პეტინსონი ლიდერობს, ფორმულის მიხედვით მისი იდეალურთან მიმსგავსების პროცენტული მაჩვენებელი 92.15-ია.

მეორე ადგილი ჰენრი ქევილმა დაიკავა 91.64 %-ით.

ხოლო მესამე ადგილს ბრედლი კუპერი დასჯერდა 91.08%-ით.


სიას აგრძელებს ბრედ პიტი - 90.51%-ით.

ჯორჯ კლუნი 89.91%-ით მოხვდა სიაში.

ხოლო ათეულს ჰიუ ჯეკმენი, დევიდ ბექჰემი, კანიე უესტი, რაიან გოსლინგი და იდრის ელბა ასრულებენ, რომელიც გასულ წელს პლანეტის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცადაც დასახელდა.

წყარო: okmagazine.ge