თურქეთში ქართველი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს
თურქეთში ქართველი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

A+ A-

17:14 31/01/2020
არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბლის შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლი ქალი მოკ­ლეს.

რო­გორც სი­ხა­რუ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, ემიგ­რან­ტე­ბი ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ ქალი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ კა­ი­სერ­ში მოხ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 53 წლის ქარ­თველ ქალ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში 28 და 37 წლის ქა­ლე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც მძი­მედ არი­ან დაჭ­რილ­ნი.

"თურ­ქეთ­ში ირმა კრა­ვე­იშ­ვი­ლი ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, არა­ვის არ გვჯე­რა ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი, თბი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ირმა.

გთხოვთ დაგ­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის რაც მოხ­და" - წე­რენ ემიგ­რან­ტე­ბი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

"ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, თუ რა რთულ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ფუ­ლის შოვ­ნა და ოჯა­ხე­ბის და­პუ­რე­ბა. ეს ტრა­გე­დია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წი­ლია!

ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი ლა­მა­ზი სული. 
 
უფა­ლო აკ­მა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ამ­დე­ნი ემიგ­რან­ტის უბე­დუ­რე­ბა… მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა ყვე­ლა გარ­დაც­ვლილს ქარ­თველ ემიგ­რანტს… სა­ქარ­თვე­ლოს ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი ემიგ­რან­ტე­ბია…" - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.