კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

A+ A-

00:25 27/01/2020

41 წლის ამერიკელი ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail -ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კალათბურთელი კერძო თვითმფრინავით 4 ადამიანთან ერთად მიფრინავდა, დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბრაიანტს დარჩა მეუღლე ვანესა და 4 ქალიშვილი-ჟანა, ნატალია, ბიანკა და ახალშობილი კაპრი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, გაურკვეველია საიდან მოფრინავდა ვერტმფრენი და სად აპირებდა დაფრენას.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ლოს-ანჯელეს „ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად. ის იყო პირველი მცველი NBA-ს ისტორიაში რომელმაც ითამაშა 20 სეზონი.