ქვიშხეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია
ქვიშხეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია

A+ A-

15:42 26/01/2020

ქვიშხეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. მსუბუქმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ​შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.