რუსეთის ნაცვლად ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი ამერიკა გახდება
რუსეთის ნაცვლად ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი ამერიკა გახდება

A+ A-

12:21 22/01/2020

ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა, 2021 წლის დასაწყისშივე  ჩინეთისთვის  ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ეს დასკვნა გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარმა, სონ ბერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების გეგმა შეისწავლა.

შეთანხმება, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, წელიწადნახევრიანი კონფლიქტის შემდეგ. 15 იანვარს დაიდო. დოკუმენტს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტით,  ჩინეთი ვალდებულებას იღებს, ორ წელიწადში მინიმუმ 200 მილიარდი დოლარით გაზარდოს ამერიკული პროდუქციის იმპორტი.

ამავე პერიოდში,  2017 წელთან შედარებით , შტატებისგან ჩინეთის მიერ  შესყიდული ენერგორესურსების რაოდენობა 52, 4 მილიარდი დოლარით უნდა გაიზარდოს. 18,5 მილიარდით წელსვე უნდა გაიზარდოს შესყიდვა, 33,9 მილიარდით კი -  მომავალ წელს.

 თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს ჩინეთმა  აშშ-გან 6.8 მილიარდი აშშ დოლარის ენერგორესურსები შეიძინა, მაშინ 2021 წელს შესყიდული მარაგი უნდა გაიზარდოს 40,7 მილიარდ აშშ დოლარამდე. შედეგად, სონია ბერის გაანგარიშებით, ამერიკული პროდუქციის წილი ჩინეთის ენერგეტიკულ იმპორტში 3.2% -დან დაახლოებით 19% -მდე გაიზრდება , ხოლო შეერთებული შტატები ჩინეთის ბაზარზე ენერგიის უმსხვილეს მიმწოდებელთა სიაში მე -11-დან  პირველ  ადგილზე გადაინაცვლებს.

ექსპერტის აზრით, ამ შეთანხმებით, ჩინეთში რუსული ექსპორტი შესაძლოა, დაზარალდეს.

„შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვრო, თუ როგორ შეიცვლება სავაჭრო ნაკადები ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს რუსეთისა და საუდის არაბეთის ეკონომიკაზე, რომლებიც ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ”, - აღნიშნა  კიოლნის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა.

აღასანიშნავია, რომ რუსეთი ჩინეთს გაზს ციმბირის მილსადენის - „ციმბირის ძალა“ საშუალებით აწვდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში შევიდა ექსპლუატაციაში.  ჩინეთის ბაზარზე დიდი იმედებს ამყარებენ  რუსული ნახშირის მაღაროების მფლობელებიც. როგორ შეიცვლება სიტუაცია ბაზარზე, ამას უახლოესი 2 წელი გვაჩვენებს.

 

თარგმნა მერი კობიაშვილმა