ევროპარლამენტარებმა “ოცნების“ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, ივანიშვილის ტყუილს არავინ ჭამსო - დავით ბერძენიშვილი
ევროპარლამენტარებმა “ოცნების“ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, ივანიშვილის ტყუილს არავინ ჭამსო - დავით ბერძენიშვილი

A+ A-

11:44 22/01/2020

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “2020NEWS“-თან  აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით  ტყუილი  ევროპარლამენტში  არ “გაუპრავდა“.

მისივე თქმით, 7  წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკის ანაბანაც კი ვერ ისწავლა.

“მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. დიდი ხანია ხელისუფლებას ვაფრთხილებით, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია უმწვავესი იქნებოდა.  ევროპარლამენტარებმა “ქართული ოცნების“ დელეგაციას პირდაპირ უთხრეს, ივანიშვილის ტყუილს არავინ ჭამსო.

ის, რომ პოლიტიკასთან ვერმოსულ ხელისუფლებას მდარე და შეურაცხმყოფელი ტუყუილები ახასიათებს, სამარცხვინოა. 7 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკის ანაბანაც ვერ ისწავლა.

“ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს ზურგი შეაქცია. გია ვოლსკიმ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ყველგან ნაცები არიან, მაინც არაფერი ეშველებათ.  ევროპარლამენტარების განცხადებებში სიტყვა - „პოლიტპატიმარიც“ იყო ნახსენები, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპარლამენტარებმა “ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობისა და დემოკრატიის ხარისხის კლების გამო მწვავედ გააკრიტიკა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე