სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით "მარიხუანა" ამოიღეს
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით "მარიხუანა" ამოიღეს

A+ A-

11:41 22/01/2020

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის​ ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული – ს.რ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მეექვსე ნაწილით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.