აქამდე თუ ვდგამდი კარავს და იყო პროტესტი, წარმოგიდგენიათ, ახლა როგორი იქნება? - მაჩალიკაშვილი პროტესტს ამწვავებს
აქამდე თუ ვდგამდი კარავს და იყო პროტესტი, წარმოგიდგენიათ, ახლა როგორი იქნება? - მაჩალიკაშვილი პროტესტს ამწვავებს

A+ A-

16:08 14/01/2020

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის "EMC“ გამოქვეყნებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და აჩვენა საზოგადოებას, რომ სუსიც და მთავრობაც 2 წლის განმავლობაში ხალხს ატყუებდნენ და დროს წელავდნენ“, - ამის შესახებ "2020NEWS"-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მან პირველივე დღიდან იცოდა, რომ მისი შვილის   წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა.

„2 წლის განმავლობაში ხელისუფლება და სუსი სულ გაიძახდა, რომ მათ უტყუარი მტკიცებულებები ჰქონდათ. მე პირველივე დღიდან ვიცოდი და ვამბობდი, რომ მათ ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ და არც ექნებოდათ. ამ წლებმა აჩვენა, თუ რამდენი სიბინძურე ჩაიდინეს. კვლევის შედეგებმა ყველა ის ადამიანი, ვინც მებრძოდა და მებრძვის,  სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა. საბოლოოდ, საზოგადოებამ დაინახა, რომ თუ რაში იყო საქმე. სპეცოპერაციაზე 32  სპეცრაზმელი იყო მოსული და ეს ნაძირლები ჩემი მძინარე  ქალიშვილის საძინებელში შესვლასაც კი გეგმავდნენ. ამათი სისხლი დალიოს ღორმა... მათ მთელ ქვეყანას აჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე და რა ჩაიდინეს“, -  განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, კვლევის შედეგებმა განუმტკიცა თუ არა მოსაზრება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციას ნამდვილად ხელმძღვანელობდა, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მას არცერთ საკითხზე  შეუცვლია თავისი შეხედულება. ცნობისთვის, გოგაშვილმა გააკეთა განმარტება, რომ ამ სპეცოპერაცის დროს პამკისში არ იმყოფებოდა და მერე ჩავიდა შერმთხვევის ადგილას, რეოცა თემირლან მაჩალიკაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

„მე ისევ იმ აზრზე ვარ, როგორზეც პირველ დღეს  და არ შემიცვლია მოსაზრება გოგაშვილის იქ ყოფნა-არყოფნის საკითხზე.  მე ერთი რამ მაინტერესებს, თუ ნაძირალა გოგაშვილის დუმილი ნაყიდი, ან ძალადობით მოპოვებული არ არის, მაშინ რატომ არ გამოდის და რატომ არ ამბობს სიმართლეს, რატომ არავინ ეკითხება მას, თუ რა იცის? მაგრამ ყველა ერთმანეთზე მეტი სისხლისმსმელი ნაძირლები არიან,“ - განაცხადა “2020NEWS“-თან საუბარში მაჩალიკაშვილმა.

სააგენტოს კითხვაზე,  აპირებს თუ არა პროტესტის გაგრძელებას და პარლამენტის წინ კარავის კვლავ გაშლას, მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ დასკვნის შემდეგ მას კიდევ უფრო ბევრი მიზეზი მიეცა ამისთვის.

„პროტესტის პირველივე დღიდან მე ვიმყოფები თბილისსში, აქციის მონაწილეებისა და ჩემთან ერთად მყოფი ხალხისთვის ბინა მაქვს ნაქირავები. ახლა იქ ვარ.  რა თქმა უნდა. მე გავაგრძელებ პროტესტს. როგორ შეიძლება, ამ დასკვნის შემდეგ არაფერი ვქნა?! ახლა უფრო მეტი მიზეზი მომეცა ამისთვის, აქამდე თუ ვდგამდი კარავს და იყო პროტესტი, წარმოგიდგენიათ, ახლა როგორი იქნება?“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვლი 2017 წლის 26 დეკემბრის პანკისის სპეცოპერაციის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.2019 წლის დეკემბერში სუსის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებს რომ მაჩალიკაშვილის ლიკვიდირების თემაზე ალაპარაკდეს.

შეგახსენებთ, გუშინ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს გამოეხმაურა  და პროკურატურას მოუწოდეა უზრუნველყოს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების სრული დაშვება საქმის მასალებზე. 

მარიამ მაჭარაშვილი