2019 წელს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატამ 3017 საქმე განიხილა
2019 წელს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატამ 3017 საქმე განიხილა

A+ A-

15:59 14/01/2020

2019 წელს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატამ 3017 საქმე განიხილა და დაასრულა, ხოლო 3379 საქმე წარმოებაში აქვს მიღებული.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ განაცხადა  2019 წლის 13 დეკემბრის მონაცემებით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განხილულია 843 საქმე, ხოლო წარმოებაში მიუღებულია - 1212.

სამოქალაქო საქმეთა პალატაში  1609 საქმე უკვე განიხილეს, ხოლო განსახილველად შესულია - 1290 საქმე.

რაც შეეხება მესამე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ბოლო მონაცემებით,  565 საქმე განიხილეს და კიდევ 877 საქმეა წარმოებაში.

შეგახსენებ, 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლით განისაზღვრებოდა.

13 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდგომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას  14 მოსამართლე შეუდგა, მათ შორის ორი უკვე მოქმედი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან.

პლენუმის გახსნას ესწრებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, რომელმაც, მას შემდგომ, რაც პლენუმმა ხმათა უმრავლესობით, კენჭი უყარა სხდომის დახურვას, დატოვა სხდომათა დარბაზი.