“პრეზიდენტის“ პოსტიდან თავად გადავდექი, “ზეწოლა არავის მოუხდენია“ - რაულ ხაჯიმბა
“პრეზიდენტის“ პოსტიდან თავად გადავდექი, “ზეწოლა არავის მოუხდენია“ - რაულ ხაჯიმბა

A+ A-

10:20 14/01/2020

„პრეზიდენტის“ პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მივიღე, „ზეწოლა არავის მოუხდენია“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

„არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა მოახდინოს, გარდა იმ გარემოებებისა, რაც მე ვნახე. ყველა, ვინც ჩამოვიდა, მომლაპარაკებლებიც და ყველა-ეს მათი საქმეა, ისაუბრეს მათთან ვისთანაც ისაუბრეს. ჩემთან ამ თემაზე არავის ულაპარაკია. მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, გუშინ, რაულ ხაჯიმბამ უარი განაცხადა შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს, რომელიც სოხუმში 12 იანვარს, საღამოს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ვლადისლავ სურკოვამდე რუსეთმა სოხუმში გაგზავნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რომელიც რაულ ხაჯიმბას 11 იანვარს, გვიან ღამით შეხვდა.