ავღანეთსა და პაკისტანში დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთსა და პაკისტანში დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

17:13 13/01/2020

ავღანეთსა და პანკისტანში დიდთოვლობასა და წვიმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეულ რეგიონებში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. პაკისტანში უამინდობის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზები, რაც მოსახლეობას ევაკუირებას ხელს უშლის. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

ვღანეთში კი 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მედიის ცნობით, დედაქალაქ ქაბულში, ტემპერატურა მინუს 15 გრადუსს აღწევს, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.