თურქეთში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში  4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

A+ A-

20:59 11/01/2020

თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრამ ქალაქში პანიკა გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო.