წლის დიაგნოზი - ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა - 2019 წლის ირაკლი ოქრუაშვილისეული შეჯამება
წლის დიაგნოზი - ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა - 2019 წლის ირაკლი ოქრუაშვილისეული შეჯამება

A+ A-

13:11 10/01/2020

“მნიშვნელოვანი და სასწაული – უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით“,- ასე აჯამებს 2019 წელს სოციალურ ქსელში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან.

 “მნიშვნელოვანი და სასწაული - უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.

რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?! წლის მოვლენა – გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე; წლის ეკონომიკური მიღწევა – 1$=3ლარი;

წლის პოლიტიკური მიღწევა – ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება (პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);

 წლის პოლიტიკური დაპირება – ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო (ქუთაისის აეროპორტიდან) წლის ანეგდოტი – ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;

 წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა – დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო (ექიმის არა, გიჟის);

 წლის ტრაგედია – ერს ისევ ძინავს;

წლის დიაგნოზი – ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;

წლის სახალხო მიღწევა – გავრილოვის ღამით ბიძინა “გავაშიშვლეთ“;

შობა – ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.” – წერს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.