„YouTube“- მა ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო.
„YouTube“- მა ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო.

A+ A-

10:43 09/01/2020

 

„YouTube“- მა ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო.

ამიერიდან „YouTube“ არხის ყველა შემქმნელი ვალდებული იქნება, მონიშნოს კონტენტი, არის თუ არა მისი არხი ბავშვებისთვის განკუთვნილი, ან პირიქით არ არის.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით  „YouTube“- მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების  მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

„გასულ სექტემბერს ჩვენ გამოვაცხადეთ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებსაც განვახორციელებთ ბავშვებისა და მათი კონფიდენციალურობის უკეთ დასაცავად YouTube-ზე და იმ პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) წამოჭრა.

კონკრეტულად კი, ყველა შემქმნელს მოეთხოვება, მონიშნოს თავისი კონტენტი, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი ან ბავშვებისთვის არშექმნილი YouTube Studio-ში და იმ ნებისმიერი ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ბავშვებისთვის შექმნილად მონიშნულ ვიდეოს უყურებს, მოვეპყრობით როგორც ბავშვისგან მიღებულ ინფორმაციას, მომხმარებლის ასაკის მიუხედავად.

დღეიდან აღარ განვათავსებთ პერსონალიზებულ რეკლამებს ან მხარდაჭერის ფუნქციებს, როგორიცაა კომენტარები, ამბები, პირდაპირი ჩეთი, შეტყობინების ზარი და სხვა, ბავშვებისთვის შექმნილად მონიშნულ ვიდეოებზე.

ვიცით, რომ ამ ცვლილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს შემქმნელებზე, რომლებიც საბავშვო კონტენტს ქმნიან. ამდენად, ჩვენ მოვალედ მიგვაჩნია თავი, დავეხმაროთ მათ ამ ახალ გარემოში ნავიგაციაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხში ჩართულობას, მათ შორის აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიერ ღია კომენტარებისთვის გამოყოფილ პერიოდში მონაწილეობით. ვიცით, რომ ასევე ბევრმა შემქმნელმა მნიშვნელოვანი გამოხმაურებაც მოგვაწოდა.

თუ უკვე არ გაგიკეთებიათ, გთხოვთ, გადაამოწმოთ, რომ თქვენი არხი (ან ცალკეული ვიდეოები) მონიშნულია, როგორც ბავშვებისთვის შექმნილი ან არშექმნილი, რადგანაც ეს საბოლოოდ განსაზღვრავს, როგორ მოვეპყრობით თქვენს კონტენტს YouTube-ზე.

შემქმნელები ყველაზე კარგად იცნობენ თავის კონტენტს და თვითონ უნდა დააყენონ აღნიშვნა. ჩვენ ასევე ვიყენებთ მანქანურ სწავლებას, ამ კონტენტის იდენტიფიცირებაში რომ დაგვეხმაროს და შემქმნელებს შეუძლიათ განაახლონ ჩვენი სისტემის მიერ გაკეთებული აღნიშვნა, თუ თვლიან, რომ არასწორია. ცვლილებას უგულებელვყოფთ მხოლოდ მაშინ, თუ არასათანადო მოპყრობას ან შეცდომას აღმოვაჩენთ.

დიდი მადლობა

YouTube Team-ის გუნდი“