"მგონი, ბერამ გარეპა და მაგიტომ შეწყდა ომი".. "სალომემ არ ურჩია გამწვავება" - ტრამპით გაოგნებული ქართველი ფეისბუქელები
"მგონი, ბერამ გარეპა და მაგიტომ შეწყდა ომი".. "სალომემ არ ურჩია გამწვავება" - ტრამპით გაოგნებული ქართველი ფეისბუქელები

A+ A-

21:29 08/01/2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკომფერენციის გამართვა დაახლოებით ნახევარი საათით დააგვიანა, არადა, ტრამპისაკენ იყო მიპყრობილი მთელი მსოფლიოს ყურადღება.

თეთრი სახლის პირდაპირ ტრანსლაციას 120 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ვიდრე ტრამპი აგვიანებდა ამერიკული ბაზების დაბომბვაზე ირანისთვის პასუხის გაცემას, სოციალური ქსელები და თავად თეთრი სახლის პირდაპირი ჩართვის პოსტი  სახალისო კომენტარებით აფეთქდა. თუმცა, კომენტარების ნიაღვარი არც მისი გამოსვლით გაოგნების  "გასვლის" შემდეგ შეჩერებულა. 

ქართველი მომხმარებლები აქაც გამოირჩეოდნენ. "2020NEWS" გთავაზობთ ყველაზე სახალისო კომენტარებს. 

"ბატონო, Donald J. Trump.

ჩვენს ძვირფას გალაკტიონს ერთი მოკრძალებული შეკითხვა აქვს თქვენთან.

გალა, შეგიძლიათ დაიწყოთ.

- არის ამქვეყნად დაგვიანება -

მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?" - წერს ეკუნა ტყეშელაშვილი.

 

"ტრამპ, ახლა შენც "მოდი ბოდიშით" არ დაიწყო რა :დ