საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე

A+ A-

11:11 08/01/2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საშინელი ამბებია ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა“, - წერს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ინფორმაციით,  ტრაგედიის გარემოებებსა და დაღუპულთა ვინაობას ირანში უკრაინის საელჩო აზუსტებს.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.