ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა - ტრამპი ირანის თავდასხმას ეხმაურება
ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა -  ტრამპი ირანის თავდასხმას ეხმაურება

A+ A-

10:26 08/01/2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ამერიკული ბაზების დაბომბვას სოციალურ ქსელში -„ტვიტერი“ ეხმაურება.

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა“, - წერს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას, ამ სარაკეტო თავდასხმის თაობაზე, მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ , ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.