ბათუმში 33 წლის, ორსული ქალი გარდაიცვალა
ბათუმში  33 წლის, ორსული ქალი გარდაიცვალა

A+ A-

13:16 07/01/2020

„ბათუმში  ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა, ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა“,  - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში,  ფეისბუქგვერდის „ემიგრანტების იმედი” ადმინისტრატორი  შოთა სიხარულიძე ავრცელებს. იგი გარდაცვლილი გოგოს  ფოტოსაც აქვეყნებს.

 "მიწისთვის მენანები. დედაც და  მუცლად მყოფი (9 თვის) შვილი ზეცაში გაფრინდა... 33 წლის ირინა სურმანიძე ბათუმის ტკივილია... 1 კვირაში ელოდებოდი  პატარა  გოგონას  და  ორივე სახლში  მიგასვენეს. რა ხანმოკლე და დაუნდობელია  ცხოვრება... თბილო,  მოსიყვარულე და მხიარულო ჭრიჭინა. არ მჯერა და ვერ დავიჯერებ. სიხარულით სავსე პატარას მოლოდინში მეხივით გავარდა შენი და შენი მუცლადმყოფის შავი ამბავი. გლოვის ზარი ისმის სურმანიძეებისა და ბერიძეების ოჯახში და გვარში. უფალმა ნათელში გამყოფოთ", - წერს შოთა სიხარულიძე.